გორი თაუერსი სამი საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება. თითოეულ ბლოკს აქვს საკუთარი კეთილმოწყობილი ლობი, რომლებსაც ემსახურებათ კონსიერჟი. დაცული, იზოლირებული გამწვანებული ეზო 3500 კვ. მეტრზეა გაშლილი. შიდა და გარე საპარკინგე ადგილები. სასეირნო ბილიკებით, მოსასვენებელი სივცეებით, რათა დღის ნებისმიერ მონაკვეთში დრო სასიამოვნოდ გაატაროთ და ქალაქის ცენტრში თავი მყუდროდ და კომფორტულად იგრძნოთ.
გორი თაუერსი გამოირჩევა მოდერნისტული დიზაინით. იდეალურ სახლს თქვენთვის ვაშენებთ ენერგოეფექტური, უმაღლესი ხარისის მასალებით. ჩვენთან სრულად არის დაცული თანამედროვე უსაფრთხოების ნორმები.
მიწისქვეშა კეთილმოწყობილი და დაცული საპარკინგე ადგილი დაგიზოგავთ დროს და ენერგიას, რომელიც ავტომობილის გაჩერებაში უნდა დაგეხარჯათ.

სავაჭრო და საოფისე სივრცეები გამოვყავით იმისთვის, რომ ტერიტორიიდან გაუსვლელად შეიძინოთ ოჯახისთვის საჭირო სურსათი და ყოველდღიური საჭიროების ნივთები.

გორი თაუერსი აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, სამეთვალყურეო კამერებით. ტერიტორიას 24 საათის განმავლობაში ემსახურება დაცვა.

კონსიერჟის მომსახურებასთან ერთად კეთილმოწყობილი, თანამედროვე, მყუდრო და ლამაზი ლობი საუკეთესო ადგილია საქმიანი შეხვედრების მოსაწყობად, სტუმრების მისაღებად და მაცხოვრებლების შეკრებისთვის.

დღის ბოლოს, შვილებთან ერთად სეირნობა და თამაში საუკეთესო განტვირთვაა. გეკუთვნის 3500 კვადრატული გამწვანებული და დაცული შიდა ეზო, სუფთა ჰაერზე თავშეყრის ადგილებით, მოსასვენებელი სივრცეებით და საბავშვო გასართობი მოედნებით.
